Sunday, 12 May 2019

დღე 9-ე

ყველაზე მაგარი დღე. პროექტის პრეზენტაცია....

საინტერესო ტრენინგი იყო. ვისწავლე პროექტების გაკეთება. ბევრი უნარ-ჩვევები გამომიმუშავდა რასაც შემდგომში აუცილებლად გამოვიყენებ. თუ კოლეგების შეფასებას დავეყრდნობი საინტერესო პროექტი გამომივიდა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. მადლობა ტრენერს საინტერესოდ წარმართული ტრენინგისათვის. კიდევ ერთხელ სიამოვნებით დავესწრებოდი მსაგვს ტრენინგებს. მომავალში კიდევ ბევრჯერ შეხვედრის იმედით გემშვიდობებით.  ნახვადიიიიისსსს !!!!!!!!!!!

Saturday, 11 May 2019

დღე 8

გავეცანი პროექტის ფასილიტაციას. ჯგუფების შექმნის პრინციპებს. :) შევქმენი პორტფოლიო გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე საჯაროდ. გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს, დავასრულეთ პროექტი გადავხედე ყველა დეტალს ხარვეზები გავასწორე. მზადაა პრეზენტაციისათვის.

Sunday, 5 May 2019

დღე 7-ე

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო პროექტის გეგმის გადახედვა-დახვეწვა. ასევე ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლება. გადმოვიტანეთ პროექტისათვის საჭირო ინფორმაციები როგორც ტექსტი ასევე ვიდეოები. გავეცანი გვერდს skoool.emis.ge  რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
 შეხვედრამდეეე...............

Saturday, 4 May 2019

6-ე დღე

შევაფასეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, განვიხილეთ მოსწავლეთა სტრატეგიები შევადგინე მოსწავლეთა შეფასების ფორმები. დავიწყეთ პროექტის პროცედურების წერა. დღე ძალიან დამღლელი იყო...